среда, 29 апреля 2009 г.

ჩემი სახელი დავითია და თუ მკითხავთ საკუთარი სახელი ძალიან მომწონს. დავითი ებრაული სახელია და წინამძღოლს ნიშნავს.საქართველოს ისტორიასაც თუ გადავხედავთ დამერწმუნებით, რომ სახელთან დაკავშირებით საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს.მაგრამ გამოგიყდებით,რომ ჩემს მშობლებს ჩემთვის ეს სახელი არც დავით აღმაშენებლის ხათრით დაურქმევიათ და არც დავით კურაპალატისა. უბრალოდ ეს სახელი ბაბუას ჰქვია. მაგრამ გარკვეულწილად სახელი დავითი ჩემი გვარის საგვარეულო ტრადიციული სახელადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ჩემს პაპასა და მის პაპასაც ეს ერთობ შესანიშნავი სახელი ერქვათ.



დ–ინჯი
ა–ღმაფრთოვანებელი
ვ–არიაციული
ი–ნდიფერენტული
თ–ვითრელიზატორი
ი–მპულსური


* * *
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა–წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე"...
თუ,ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ,მაშინ მეფეო
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის,სულის სიმშვიდის
ვერსიით მპოველთა?
ფეხი დამადგით,გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...